"იმდენივე გოლი აქვს, რამდენიც რონალდუს ან ჰოლანდს", - ანჩელოტიმ მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდი დაასახელა
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ მადრიდული გრანდის თავდამსხმელ კარიმ ბენზემას შესახებ ისაუბრა.
– ბენზემა ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია?
"დიახ, სწორედ ასე ვფიქრობ, რადგან ბევრის გატანა დაიწყო და ამას რეგულარულად აკეთებს. იმდენივე გოლი აქვს, რამდენიც რონალდუს ან ჰოლანდს".
"ბენზემა არის ფეხბურთელი, რომელიც მატჩების ბედს წყვეტს. "ბილბაოსთან" შეხვედრაში ეს კვლავ დავინახეთ - დროის მოკლე მონაკვეთში ორი გოლი გაიტანა. საოცარ ფორმაშია", - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს AS-ი.
მიმდინარე სეზონში 34 წლის ფრანგმა "სამეფო კლუბის" მაისურით 23 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი პასი გააკეთა.
ანჩელოტი: "ტიტულების დაპირება კარგი იდეა არ არის, მაგრამ შეგვიძლია სხვა რაღაცას დაგპირდეთ"