"მესისა და რონალდუს ეპოქაში ცხოვრობს", - ერერამ ახსნა, თუ რატომ არ აქვს მოგებული ნეიმარს ოქროს ბურთი
"პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველმა, ანდერ ერერამ პარიზელთა თავდამსხმელის, ნეიმარის შესახებ ისაუბრა.
– ნეიმარზე ხალხს ნამდვილად არასწორი წარმოდგენა აქვს?
"ჩემთვის სულერთია, რას ლაპარაკობს ხალხი ნეიმარზე. მას კარგად ვიცნობ, ჩემი მეგობარია და დიდი გული აქვს. ამით არ ვსაუბრობ იმაზე, რომ გამორჩეული ფეხბურთელია".
"ის, რასაც მილიონობით ადამიანი ამბობს, რომლებიც მას არ იცნობენ, არაფერი საერთო არ აქვს იმასთან, რაც მე მასზე ვიცი. ამას მეგობრები და ნათესავებიც დაადასტურებენ, ის ადამიანები, ვინც ჩემთან სტუმრად ყოფილა და ის უნახავს".
– რა დააკლდა იმისათვის, რათა "ოქროს ბურთი" მოეგო?
"მესისა და რონალდუს ეპოქაში ცხოვრობს, რომლებმაც არავის დაუტოვეს შანსი, გარდა მოდრიჩისა, ისიც ერთხელ. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს".
"ამავდროულად, ამ ორმა ჩემპიონთა ლიგა ბევრჯერ მოიგო, სიტუაციაზე გავლენა ამანაც იქონია", - ციტირებს ერერას სიტყვებს El Mundo Deportivo.