ბარსელონას ლანგლეს გაყიდვა უნდა, ფეხბურთელი წინააღმდეგია — რა ხდება ფრანგის გარშემო?
"ბარსელონა" რამდენიმე ფეხბურთელთან აპირებს განშორებას, რათა გუნდის გასაძლიერებლად საჭირო თანხები გამოიმუშავოს.
როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, კატალონიელები მზად არიან მცველი, კლემან ლანგლე გაყიდონ, თუ შესაფერის წინადადებას მიიღებენ.
თუმცა, თავად ფრანგი გუნდის დატოვებას არ აპირებს, მით უმეტეს მთავარ მწვრთნელად ხავის დანიშვნისა და რეგულარული სათამაშო პრაქტიკის მიღების შემდეგ.
იმ შემთხვევაში, თუ ლანგლე გუნდს ზამთარში არ დატოვებს, მაშინ მისი ბედი ზაფხულში გადაწყდება.
ცნობისთვის, 26 წლის უკანახაზელს, რომელმაც მიმდინარე სეზონში 13 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი შეაგდო, "ბარსელონასთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2026 წლამდე აკავშირებს.