კანი: "ბაიერნის მენტალიტეტი მაოცებს, მაგალითისთვის ბარსელონას 3:0 განადგურება მოვიყვანოთ"

"ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა, ოლივერ კანმა მიუნხენური გრანდის დამსახურებების შესახებ ისაუბრა.
"ჩვენი გუნდის მენტალიტეტი ყოველთვის მაოცებს. მაგალითისთვის ავიღოთ "ბარსელონასთან" (3:0) გამართული საშინაო მატჩი. შეგვეძლო გვეთქვა: "აჰა, უკვე მოვიგეთ ჯგუფი, შეგვიძლია დავისვენოთ".
"მაგრამ რა გააკეთეს ბიჭებმა? "ბარსელონა" უბრალოდ გაანადგურეს", - თქვა კანმა Suddeutsche Zeitung-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის მიმდინარე გათამაშების E ჯგუფში "ბაიერნმა" ექვსივე მატჩი მოიგო და ფლეი ოფში პირველი ადგილით დამსახურებულად გავიდა.
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მიუნხენელთა მოწინააღმდეგე "ზალცბურგი" იქნება, პირველი მატჩი 16 თებერვალს, ავსტრიაში გაიმართება, საპასუხო კი 8 მარტს, გერმანიაში.