ავტორიზაცია

"ოპტიმიზმს ვინარჩუნებ, შანსი გვაქვს", - მანჩინი პლეი-ოფის შესახებ

"ოპტიმიზმს ვინარჩუნებ, შანსი გვაქვს", - მანჩინი პლეი-ოფის შესახებ
თარიღი 25 დეკ 2021, 16:45

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის პლეი-ოფზე ისაუბრა, რომელშიც გუნდს მონაწილეობა ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლის გამო უწევს.

პირველობა იტალიამ შვეიცარიას დაუთმო და ამის გამო, პლეი-ოფის პირველ ეტაპზე ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება, შემდეგ კი, შეიძლება, მეტოქედ პორტუგალიის ნაკრები ჰყავდეს.

„ოპტიმიზმს ვინარჩუნებ, იმიტომ რომ თავიდანვე ვიცოდი, რომ შვეიცარიასთან ჯგუფი ადვილი არ იქნება.

ამ გუნდთან ბაზელში გამართულ მატჩში ვდომინირებდით, მაგრამ ეს ფეხბურთია და საბედნიეროდ, კიდევ ერთი შანსი გვეძლევა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ყატარში გავემგზავროთ.“ - ციტირებს მანჩინის სიტყვებს Sky Sports.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი უკვე გამოტოვა, რადგან პლეი-ოფში შვედეთის ნაკრებს ვერ გაცდა.

შესარჩევი ეტაპის მატჩები 2022 წლის მარტში გაიმართება.