მრავალი წლის შემდეგ პირველად, ბარსელონამ ფეხბურთელები საშობაოდ უსაჩუქროდ დატოვა

„ბარსელონას“ ფეხბურთელებს კლუბისგან საშობაო საჩუქრები არ მიუღიათ.
AS-ის ინფორმაციით, კატალონიური კლუბის ფეხბურთელები შობას საჩუქრებს ყოველთვის იღებდნენ, როცა სათავეში პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა იდგა.
როგორც წესი, ფეხბურთელები საჩუქრად ტექნიკას იღებდნენ - მაგალითად, ბოლო მოდელის აიფონებს და აიპედებს.
გასულ წელს, როცა ახალი პრეზიდენტის არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობდა, საჩუქრების ჩუქება საკუთარ თავზე ამჟამად „ატლეტიკოში“ იჯარით მოთამაშე ანტუან გრიზმანმა აიღო, რომელმაც თანაგუნდელებს ფრანგული ლუქს-ბრენდის საფულეები უსახსოვრა.
წელს, ფეხბურთელებს ეგონათ, რომ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა დაასაჩუქრებდა, თუმცა ეკონომიის რეჟიმის გამო, რომელიც ამჟამად კლუბშია, კატალონიელებმა ფეხბურთელები უსაჩუქროდ დატოვეს.