ბარსელონას გაუკვირდა, რომ დემბელემ ცოლი მოიყვანა - კლუბმა ისიც კი არ იცოდა, რომ მას შეყვარებული ჰყავს
„ბარსელონას“ შემტევმა უსმან დემბელემ ცოლი შეირთო.
Sport.es-ის ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელი მაროკოში მუსლიმური წესით დაქორწინდა. ეს ამბავი „ბარსელონაში“ ძალიან გაუკვირდათ, როცა ყველაფრის შესახებ სოციალური ქსელიდან შეიტყვეს.
საინტერესოა, რომ კლუბში ისიც კი არ იცოდნენ, რომ დემბელეს მეგობარი გოგონა ჰყავდა, რადგან ყველა გუნდურ ვახშამზე ის მარტო მოდიოდა.
შეგახსენებთ, რომ დემბელე „ბარსელონაში“ 2017 წლიდან თამაშობს, სადაც „დორტმუნდიდან“ 135 მილიონ ევროდ გადავიდა. მისი კონტრაქტი გუნდთან 2022 წლის 30 ივნისს იწურება, Transfermarkt კი ფეხბურთელს 50 მილიონ ევროდ აფასებს.
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში დემბელემ ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი საგოლე პასით გამოირჩა.