მიზეზი, რის გამოც ბარსელონა კავანის ტრანსფერზე უარს ამბობს
ჩანდა, რომ "ყველა გზა ბარსელონასკენ მიდის", მაგრამ გაურკვევლობა გამოჩნდა ედინსონ კავანის მომავალზე. ესპანური მედია წერს, რომ კატალონიური კლუბი სავარაუდოდ სხვა ფეხბურთელებს ანიჭებს უპირატესობას.
Mundo Deportivo-ს ცნობით, ფერან ტორესის გადასვლა "მანჩესტერ სიტიდან" შეიძლება შეცვალოს ხავი ერნანდესის გეგმები. გეგმების შეცვლა პირველ რიგში კავანის ტრანსფერს ეხება.
ამრიგად, ახალგაზრდა თავდამსხმელის მოსვლა, ისევე როგორც ანსუ ფატის აღდგენა და დეპაისა და მარტინ ბრაიტვეიტის დაბრუნება, აქცენტს დაცვის ხაზის გაძლიერებაზე გადაიტანს.
ამრიგად, კავანის "ბარსელონაში" ტრანსფერის ერთი შეხედვით თითქმის გადაწყვეტილი საკითხი კვლავ ღიად რჩება. სად გააგრძელებს კარიერას ურუგვაელი, ჯერჯერობით უცნობია.
ამავე ესპანური გამოცემის ცნობით, "ბარსას" შემდეგი სატრანსფერო მიზანი "ჩელსის" მცველი, სეზარ ასპილიკუეტა იქნება, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს ეწურება.
გარდა ამისა, სამუელ უმტიტის და მასთან ერთად სერჟინიო დესტს, ოსკარ მინგესის და კლემან ლანგლეს გუნდიდან შესაძლო წასვლაც მიუთითებს, რომ "ბლაუგრანას" ნახევარდაცვის გაძლიერება დასჭირდება.