"ადრე თუ გვიან, მესი ბარსელონაში დაბრუნდება", - ერერა
"პარი სენ-ჟერმენის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ანდერ ერერამ ლიონელ მესისა და "ბარსელონას" შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. ბასკმა არგენტინელის კატალონიაში დაბრუნება არ გამორიცხა.
"მესის ბარსელონაში შესაძლო დაბრუნება? რასაც ვიტყვი, პრესა ამას სათაურად გამოაქვეყნებს. ამიტომ მირჩევნია არ ვუპასუხო",- თქვა მან Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში.
მინდა ვთქვა, რომ მას გულში ბარსა აქვს, ერთ დღესაც დაბრუნდება, მაგრამ ახლა ის აქ ბედნიერია და პსჟ-სთან გამარჯვება სურს. მესი არც მალავს, რომ ბარსაში დაბრუნება სურს", - განაცხადა ერერამ.
მესიმ "ბარსელონაში" 21 წელი გაატარა და ყველა შესაძლო ტიტული მოიგო, თანაც არაერთხელ. არგენტინელი თავდამსხმელი "პარი სენ-ჟერმენში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.