ავტორიზაცია

ვან დერ სარი: "ვადასტურებ, რომ ჩვენი მცველით ბარსელონა ინტერესდება"

ვან დერ სარი: "ვადასტურებ, რომ ჩვენი მცველით ბარსელონა ინტერესდება"
თარიღი 25 დეკ 2021, 11:17

ამსტერდამის "აიაქსის" სპორტულმა დირექტორმა, ედვინ ვან დერ სარმა დაადასტურა, რომ მისი გუნდის მარჯვენა მცველით, ნუსაირ მაზრაუით "ბარსელონა" ინტერესდება.

"ძალიან გვინდა, რომ მაზრაუი დარჩეს აიაქსში, მაგრამ უკვე ვგრძნობთ, საითკენ მიდის ყველაფერი", - ციტირებს "აიაქსის" დირექტორის, ედვინ ვან დერ სარის სიტყვებს ფაბრიციო რომანო.

არაერთი წყარო, მათ შორის თავად რომანო, ადასტურებს "ბარსელონას" მაროკოელი მარჯვენა მცველის, ნუსაირ მაზრაუის მიმართ საკმაოდ აქტიურ სატრანსფერო ინტერესს.

მაროკოელს კლუბთან კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება, სავარაუდოდ მომავალ სეზონში ის "აიაქსში" არ ითამაშებს.24 წლის ფეხბურთელმა კლუბში 123 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ბარსელონას ლანგლეს გაყიდვა უნდა, ფეხბურთელი წინააღმდეგია — რა ხდება ფრანგის გარშემო?