ავტორიზაცია

ბარსელონამ და აიაქსმა შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

ბარსელონამ და აიაქსმა შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
თარიღი 23 დეკ 2021, 11:22

"ბარსელონამ" და "აიაქსმა" შესაძლოა მცველები გაცვალონ. კატალონიელები და ამსტერდამელები მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რის შედეგადაც შესაძლოა მოხდეს სერჟინიო დესტის დაბრუნება ჰოლანდიის ჩემპიონატში.

საპირისპირო მიმართულებით კი ნუსაირ მაზრაუი გადმოვა. 24 წლის მაროკოელთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდეა გათვლილი და "ბლაუგრანა" მის გაფორმებას ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით აპირებდა.

დესტით უკმაყოფილოა "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელი, ხავის. კლუბი მზადაა ტრანსფერის ორგანიზებისთვის ახლავე წამოიწყოს მოლაპარაკება ამსტერდამელებთან.

ამ შემთხვევაში კატალონიელები "აიაქსისგან" დამატებით გადასახადს მიიღებენ. დესტმა ლა ლიგაში მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. მაზრაუის ანგარიშზე 14 მატჩი ჰოლანდიის ჩემპიონატში და 4 გოლი.