ბარსელონა ამ ზამთარს დესტის გაშვებას აპირებს და მისი შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს
კატალონიის "ბარსელონა" მზად არის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მარჯვენა მცველი, სერჟინიო დესტი გაყიდოს.
21 წლის ამერიკელის წასვლის შემთხვევაში, "ლურჯ-ბროწეულისფრები" "აიაქსის" უკანახაზელის, ნუსაირ მაზრაუის გადაბირებას ეცდებიან, წერს ცნობილი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.
აღსანიშნავია, რომ 24 წლის მაროკოელს ამსტერდამელებთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება.
როგორც აღინიშნება, "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობა მაზრაუის აგენტ მინო რაიოლასთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში დესტმა ყველა ტურნირზე ერთად 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 ასისტიც მიითვალა, ხოლო მაზრაუიმ 21 შეხვედრაში 4 გოლი შეაგდო და 3 შედეგიანი პასიც მიითვალა.