ავტორიზაცია

მანჩინი ევრო 2020-ის ფინალზე: "იმედი მქონდა, რომ საქმე პენალტების სერიამდე არ მივიდოდა"

მანჩინი ევრო 2020-ის ფინალზე: "იმედი მქონდა, რომ საქმე პენალტების სერიამდე არ მივიდოდა"
თარიღი 25 Dec 2021, 21:27

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ ევრო 2020-ის ფინალზე ისაუბრა, რომელშიც მისმა გუნდმა ინგლისის ნაკრები (1:1, 3:2 პენალტების სერიაში) დაამარცხა.

"ინგლისმა მატჩის დასაწყისში კარგად ითამაშა, 70 ათასი გულშემატკივარი უმაგრებდა ზურგს. ალბათ, თავიდან ცოტა შებოჭილები ვიყავით".

"მაგრამ ვფიქრობდი, ბევრი დრო გვქონდა თამაშის შემოსაბრუნებლად და მოსაგებად. დარწმუნებული ვიყავი, რომ ანგარიშის გათანაბრებას მოვახერხებდით".

"იმ გოლის გატანის იმედი მქონდა, რომელიც ანგარიშს 2:1-ს გახდიდა და საქმე პენალტების სერიამდე არ მივიდოდა".

"ამ შეხვედრაში გამარჯვება დავიმსახურეთ. ვიმედოვნებდი, რომ საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე არ მივიდოდა", - ციტირებს Sky Italia მანჩინის სიტყვებს.