5 კლუბი, რომელიც მომავალ ზაფხულს ინსინიეს ხელში ჩაგდებას უფასოდ გეგმავს
გარემარბ ლორენცო ინსინიეს მომავალი, რომელსაც "ნაპოლისთან" კონტრაქტის ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება, კვლავ გაურკვეველია.
მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლობის გაგრძელება ორივე მხარეს სურს, 30 წლის იტალიელი და ნეაპოლელები ხელფასზე ვერ თანხმდებიან. "ნაპოლი" გუნდის ლიდერს ახალ ხელშეკრულებას ანაზღაურების შემცირებით სთავაზობს, ფეხბურთელი კი პირიქით, გაზრდას ითხოვს.
როგორც ცნობილი გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი წერს, რადგანაც მოლაპარაკებები კვლავ წარუმატებლად მიმდინარეობს, სხვა კლუბები დაინტერესდნენ ინსინიეს მომავლით. თუ ლორენცო "ნაპოლის" ვერ შეუთანხმდება, მაშინ სხვა გუნდებისგან მიიღებს წინადადებებს.
იტალიის ნაკრების შემტევის უფასოდ გადაბირებაზე ფიქრობენ "ინტერი", "რომა", "ლაციო", "ბაიერნი" და "ტოტენჰემი".
მიმდინარე სეზონში ინსინიემ ნეაპოლელთა რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 18 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი პასიც მიითვალა.