კრისტენსენი თუ დე ლიგტი? — ბარსას ჩელსისა და იუვენტუსის მცველებს შორის არჩევანის გაკეთება უწევს
კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობა უახლოეს პერიოდში გუნდის დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს.
როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი იტყობინება, კატალონიური გრანდი "ჩელსის" მცველს, ანდრეას კრისტენსენს, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება, კონტრაქტის პირობებზე პრაქტიკულად შეუთანხმდა, მაგრამ "იუვენტუსის" უკანახაზელ მატეის დე ლიგტის შესაძლო ტრანსფერმა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" შანსებზე სერიოზული გავლენა მოახდინა.
უახლოეს დღეებში "ბარსელონას" მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, ღირს თუ არა კრისტენსენთან ხელშეკრულების გაფორმება, რადგან ფეხბურთელს თავისი მომავლის გარკვევა იანვარშივე სურს. დანიელს "ბარსაში" გადასვლის შესაძლებლობა იზიდავს, "ჩელსისთან" ახალ კონტრაქტზე მიმდინარე მოლაპარაკებები შეაჩერა. ლონდონურმა კლუბმა მას რამდენიმე შეთავაზება გაუკეთა, მაგრამ უარით გაისტუმრა.
კრისტენსენს უნდა, რომ "ბარსამ" საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს. თუ კატალონიური გრანდი მასზე უარს იტყვის, ან "ჩელსისთან" განაახლებს მოლაპარაკებებს, ანდაც ერთ-ერთი სხვა კლუბის წინადადებას დათანხმდება.
გარდა "ბლაუგრანასი", 25 წლის დანიელის გარშემო არსებულ სიტუაციას "ბაიერნი" და "იუვენტუსიც" ყურადღებით აკვირდებიან.
მიმდინარე სეზონში კრისტენსენმა ყველა ტურნირზე ერთად "ჩელსის" რიგებში 17 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი პასი გააკეთა.