ავტორიზაცია

გრილიში: "ინგლისის ნაკრებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების კარგი შანსები აქვს"

გრილიში: "ინგლისის ნაკრებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების კარგი შანსები აქვს"
თარიღი 25 Dec 2021, 23:23

"მანჩესტერ სიტის" შემტევმა ნახევარმცველმა ჯეკ გრილიშმა ევრო 2020-ის შესახებ ისაუბრა, აგრეთვე თქვა, რომ ინგლისის ნაკრებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შანსები აქვს.

"ზაფხულში ინგლისის ნაკრებში თამაში წარმოუდგენელი იყო. ახლა, როცა წარსულში ვიყურები, ფოტოებს და ვიდეოებს ვათვალიერებ, ვხვდები, რამდენად განსაკუთრებული გახლდათ ეს ზაფხული. ძალიან სამწუხაროა პენალტების სერიაში წაგება, ასეთი მარცხი ყველაზე ცუდია".

"ეს ნამდვილად ჩემი ცხოვრების საუკეთესო ზაფხულია. განსაკუთრებული მომენტი ქვეყნისთვის, ფეხბურთელთათვის და ჩვენი ოჯახისთვის. ძალიან ვწუხვარ, რომ ბოლომდე ვერ მივედით, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის წინ ეს კიდევ უფრო ძლიერს გვხდის".

"რა თქმა უნდა, 2022 წელს მუნდიალის მოგება შეგვიძლია. აქ ჯდომით არ ვიტყვი, გავიმარჯვებთ-თქო. მაგრამ კარგი შანსები გვაქვს. ის, თუ როგორ ვითამაშეთ ევროზე, გვაძლვს რწმენას, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას შევძლებთ", - ციტირებს გრილიშის სიტყვებს Sky Sports-ი.

შეგახსენებთ, 2022 წლის მუნდიალი ყატარში გაიმართება - სტარტს 21 ნოემბერს აიღებს და 22 დეკემბრამდე გაგრძელდება.