ძალიან ახლოს შეთანხმებასთან - ბათუმის დინამო კოლუმბიელ თავდამსხმელს იმატებს

ბათუმის დინამო 24 წლის კოლუმბიელი ცენტრფორვარდის რიკარდო მარკესის გაფორმებასთან ახლოსაა.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმების ბოლო დეტალები მიმდინარეობს და კოლუმბიელი მალე მოაწერს აჭარულ კლუბთან ხელშეკრულებაზე ხელს, რომელიც 2-წლიანი იქნება.
რიკარდო მარკესი კოლუმბიის 23-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო, ახლა კი ადგილობრივ უნიონ მაგდალენაში თამაშობს.
ბათუმის დინამოსთვის ახალ სეზონში მე-5 ტრანსფერი იქნება, აქამდე გუნდმა ირაკლი ბიძინაშვილი, მილან რადინი, სტეფან დენკოვიჩი და გიორგი რეხვიაშვილი დაიმატა.
ამჟამად Transfermarkt-ზე რიკარდო მარკესის საბაზრო ღირებულება 700,000 ევროა.