ციფრები: მამარდაშვილის ახალი ვალენსიური კონტრაქტის დეტალები ესპანურ პრესაში გავრცელდა
გამოცემა Plaza Deportiva "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ახალი კონტრაქტის დეტალებს აქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ "ღამურები" ქართველ კიპერს თბილისის "დინამოდან" სრულფასოვნად გამოისყიდიან.
"ვალენსია დინამოს ფულს ორ ეტაპად გადაუხდის - პირველად თბილისელთა ანგარიშზე თანხა 1 იანვარს დაჯდება, მეორე ნაწილი კი 1 ივლისს. საერთო ჯამში, კლუბი 850 000 ევროს მიიღებს.
მამარდაშვილი "ღამურების" სრულუფლებიან მფლობელობაში ივლისიდან გადავა. კონტრაქტის მიხედვით, ის გუნდში სამი სეზონის განმავლობაში, 2025 წლამდე დარჩება.
მოიმატებს გიორგის ხელფასიც, თუმცა ის მილიონი ევრო მაინც არ გახდება. "მურსელაგოსში" გატარებულ პირველ სეზონში მას მოჭრილ ხელფასსა და პლიუს ბონუსებსაც უხდიან, რაც ძირითადში დაწყებული თითოეული მატჩით განისაზღვრება.
ქართულ კლუბთან დადებული შეთანხმებით მიხედვით, კონტრაქტის გაწყვეტის ფასი ყოველწლიურად ხუთი მილიონი ევროთი გაიზრდება. 2022/23 წლების სეზონში ქართველის გამოსყიდვის ფასი 20 მილიონი იქნება.
2023/24 წლების სეზონში 25 მილიონი ევრო, ხოლო 2024/25 წლებში კი 30 მილიონ ევრო. ეს იმ შემთხვევაში, თუ მხარეები კონტრაქტს არ განაახლებენ", - წერს ესპანური პრესა.
"მამარდაშვილი ვალენსიას აღმოჩენაა, ის მესტალიაზე დიდი ხნით დარჩება", - ესპანური პრესა