"მამარდაშვილი ვალენსიას აღმოჩენაა, ის მესტალიაზე დიდი ხნით დარჩება", - ესპანური პრესა
გამოცემა El Desmarque-მ "ვალენსიას" მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს მორიგი სტატია მიუძღვნა. ესპანურმა გამოცემამ ქართველი გოლკიპერის პერსპექტივებზე ისაუბრა:
"მიმდინარე სეზონის საწყის ეტაპზე, მამარდაშვილი ძირითადი შემადგენლობის ხელშეუხებელი მეკარე იყო და ვალენსიას გმირი ის რამდენიმე შეხვედრაშიც გახდა.
სილესენის გამოჯანმრთელების შემდეგ, გიორგიმ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა და სათამაშო დრო სათასო მატჩებშიც არ ეძლევა, რომელშიც გუნდის კარს დომენეკი იცავს.
მიუხედავად ამისა, ის "ღამურების" აღმოჩენად რჩება და კლუბმა მის ხელშეკრულებაში ჩადებული კონტრაქტის სრულფასოვნად გამოსყიდვის პუნქტი უკვე აამოქმედა.
ქართველი გოლკიპერის სახით, "მურსელაგოსს" კარის დარაჯი წლების განმავლობაში ეყოლება", - წერს El Desmarque "ლოს ჩეს" ახალგაზრდა მეკარის შესახებ, რომელიც თბილისის "დინამოდან" იქნა გამოსყიდული.