მამარდაშვილი და გოდინი - ესპანური პრესა ვალენსიას სატრანსფერო გეგმებზე საუბრობს
ესპანეთში სატრანსფერო ფანჯარა 2022 წლის 3 იანვარს გაიხსნება. "ვალენსია" ტრანსფერებისთვის უკვე ემზადება, Eldesmarque-ი კი რამდენიმე ფეხბურთელის მოსვლა/წასვლაზე წერს.
სატრანსფერო ფანჯრის გახსნასთან ერთად, საბოლოოდ დასრულდება გიორგი მამარდაშვილის საქმე, რომელსაც "ღამურები" თბილისის "დინამოდან" სრულფაოსვნად გამოისყიდიან.
ახალგაზრდა ქართველი მეკარის ტრანსფერის საბოლოოდ გაოფიციალურების შემდეგ, "მურსელაგოსს" უდიდესი ალბათობით დატოვებს სხვა გოლკიპერი, კრისტიან რივერო.
ამის გარდა, "ლოს ჩე" სატრანსფერო ბაზარზე ეძებს გამოცდილ ცენტრალურ მცველს და მთავარ კანდიდატად შერჩეულია დიეგო გოდინი, რომელიც ამჟამად "კალიარიში" თამაშობს.
"მესტალიელთა" სატრანსფერო სიაში არის კიდევ ერთი ფეხბურთელი, ამჯერად შემტევი "ბრაგადან", აბელ რუისი, რომელსაც თავის დროზე უთამაშია როგორც "ბარსაში", ისე ესპანეთის ნაკრებშიც.