ვალენსიასა და საბურთალოს თანამშრომლობა - რას გულისხმობს ორ კლუბს შორის დადებული ხელშეკრულება?
"ვალენსიასა" და "საბურთალოს" შორის თანამშრომლობა იწყება. "ღამურებსა" და თბილისელებს შორის გაფორმდება კონტრაქტი, რომელიც მწვრთნელთა გადამზადების პროგრამას ითვალისწინებს.
ამის გარდა, კლუბის აკადემიაში ახალი საწვრთნელი პროცესის დანერგვას, ფეხბურთელების ესპანეთში გაგზავნასა და კლუბებს შორის მოთამაშეების გაცვლას ითვალისწინებს.
"ეს ხელშეკრულება მრავალმხრივ თანამშრომლობას გულისხმობს. პირველ რიგში, ეს იქნება გაცვლითი პროგრამები კლუბების დონეზე, რაც მწვრთნელთა კვალიფიკაციის ააამაღლებს.
ამის გარდა, აკადემიის ფეხბურთელების საქართველოსა და ესპანეთში ჩატარებულ ტურნირებზე გაგზავნასა და რაც მთავარია, პროფესიონალურ დონეზე კლუბებს შორის ფეხბურთელთა გაცვლას მოიცავს.
საბურთალოს მომავალ წელს ექნება შესაძლებლობა, რომ ვალენსიას ფეხბურთელებით გაძლიერდეს", - განაცხადა ქართული კლუბის პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
"მურსელაგოსსა" და "საბურთალოს" შორის მემორანდუმს ხელი ოფიციალურად იანვარში მოეწერება. EFE-ს ვარაუდით, იანვარში, ტარიელ ხეჩიკაშვილი და ლევან კორღალიძე ესპანეთში ჩავლენ და "ლოს ჩეს" 23-წლამდე გუნდიდან 4 მოთამაშეს აარჩევენ.
ქართველების მიერ არჩეული ფეხბურთელები სათამაშო პრაქტიკას სწორედ თბილისურ კლუბში მიიღებენ. წარმატებები ვუსურვოთ ქართულ კლუბს ახალ საქმეში.