"მათთან ვარჯიში მაგისტრის წოდების მოპოვების ტოლფასია“, - ანჩელოტი
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელების პერსპექტივებზე ისაუბრა.
„კამავინგამ, ვალვერდემ და სხვა ახალგაზრდებმა უნდა გაიაზრონ, რომ ისინი ერთ გუნდში არიან ლუკა მოდრიჩთან, ტონი კროოსთან და კაზემიროსთან ერთად. შესაბამისად, მათ კონკურენციას მსოფლიოში საუკეთესოები უწევენ.
მათ ეს უნდა დააფასონ და გაიაზრონ, რომ მომავალში აუცილებლად ძირითადის წევრები იქნებიან.
კამავინგას შესანიშნავი თვისებები და სიძლიერე აქვს, მაგრამ მან სწავლა უნდა გააგრძელოს, რათა გამოცდილება და ცოდნა დააგროვოს. მას ეს ჯერ კიდევ არ გააჩნია, მაგრამ ჯერ მხოლოდ 19 წლისაა.
ყოველდღე კროოსთან, კაზემიროსთნა და მოდრიჩთან ვარჯიში - მაგისტრის წოდების მოპოვების ტოლფასია.“ - ციტირებს იტალიელი მწვრთნელის სიტყვებს გამოცემა AS.