ავტორიზაცია

რეალის ფეხბურთელები რუდიგერის ტრანსფერში დარწმუნებულები არიან — რა ხდება გერმანელის გარშემო?

რეალის ფეხბურთელები რუდიგერის ტრანსფერში დარწმუნებულები არიან — რა ხდება გერმანელის გარშემო?
თარიღი 26 დეკ 2021, 15:55

ლონდონის "ჩელსის" ცენტრალურმა მცველმა, ანტონიო რუდიგერმა კარიერა შესაძლოა მადრიდის "რეალში" გააგრძელოს.

როგორც ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი წერს, "სამეფო კლუბის" ფეხბურთელები ელიან, რომ 28 წლის გერმანელი გუნდს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

მას შემდეგ, რაც გასულ ზაფხულს რუდიგერმა ახალ კონტრაქტზე "ჩელსის" წინადადება იუარა (კვირაში დაახლოებით 140 ათას ფუნტიანი ხელფასით), მოლაპარაკებებში პროგრესი არ შეიმჩნევა. ანტონიო ანაზღაურების სახით იმაზე ორჯერ მეტს ითხოვს, ვიდრე ლონდონური კლუბი სთავაზობს. "რეალი" კი ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მზადაა.

"ჩელსის" ჯერ კიდევ აქვს დრო სიტუაციის შესაცვლელად, მაგრამ მადრიდში ოპტიმიზმი იზრდება და "ბლანკოსის" ფეხბურთელები უკვე დარწმუნებულები არიან იმაში, რომ ამ სეზონის დასრულების შემდეგ რუდიგერი მათი თანაგუნდელი გახდება.

თავის მხრივ, "ჩელსის" გერმანელის შენარჩუნება უნდა და მზად არის თავდაპირველი შეთავაზება გაზარდოს, მაგრამ შიშობს, რომ რუდიგერისთვის ხელფასის გაზრდა გუნდის მოთამაშეებს შორის დაძაბულობას გამოიწვევს და ცუდ პრეცენდენტად იქცევა.

მიმდინარე სეზონში ცენტრალურმა მცველმა "არისტოკრატთა" რიგებში 23 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასიც გააკეთა.