ავტორიზაცია

ლაპორტას რეალში მბაპე - ჰოლანდი - ვინისიუსის ტრიოს ჩამოყალიბების ეშინია — MARCA

ლაპორტას რეალში მბაპე - ჰოლანდი - ვინისიუსის ტრიოს ჩამოყალიბების ეშინია — MARCA
თარიღი 26 დეკ 2021, 16:06

"ბარსელონას" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა "დორტმუნდის" ფორვარდი, ერლინგ ჰოლანდი "რეალში" არ გადავიდეს.

"ბლაუგრანას" ხელმძღვანელობა შიშობს, რომ "სამეფო კლუბში" ჰოლანდიც და "პსჟ"-ს თავდამსხმელი, კილიან მბაპეც გადავლენ. რამდენიმე სამუშაო შეხვედრაზე ლაპორტა გამოტყდა, რომ ყველაფერს გააკეთებს ნორვეგიელის მადრიდულ გრანდში შესაძლო ტრანსფერის ჩასაშლელად.

"ბარსას" პრეზიდენტი არ მალავს იმის შიშს, რომ "რეალის" თავდასხმაში ვინისიუს ჟუნიორი, კილიან მბაპე, კარიმ ბენზემა და შესაძლოა, ერლინგ ჰოლანდიც ვიხილოთ.

ლაპორტა 21 წლის ფეხბურთელის ხელში ჩაგდების გზას ეძებს, მაგრამ მისი მთავარი მიზანი ფორვარდის "რეალში" ტრანსფერის თავიდან აცილებაა.

როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca წერს, კატალონიური გრანდი იმისათვის იბრძოლებს, რომ მადრიდში მბაპე - ჰოლანდი - ვინისიუსის ტრიო რეალობად არ იქცეს.