დე ლიგტის შეძენა ბარსელონას გარდა კიდევ ორ კლუბს სურს — რას აპირებს იუვენტუსი?
ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალურ მცველ მატეის დე ლიგტისადმი ინტერესს რამდენიმე ევროპული კლუბი იჩენს.
როგორც ცნობილი იტალიური გამოცემა Calciomercato იტყობინება, ჰოლანდიელით "ბარსელონა", "პსჟ" და "ტოტენჰემი" არიან დაინტერესებულები.
"ბებერი ქალბატონი" ფეხბურთელის აგენტ მინო რაიოლას სიტყვებმა გააღიზიანა, რომელმაც თქვა, რომ მისმა კლიენტმა უახლოეს პერიოდში შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.
"იუვეში" 22 წლის უკანახაზელს ხელშეუხებლად მიიჩნევენ. ამჟამად მატეისი კლუბში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, მისი წლიური ხელფასი 8+4 მილიონი ევროა. კლუბს "აიაქსიდან" მისი ტრანსფერი 75 მილიონი დაუჯდა და 30 მლნ ჯერ კიდევ გადასახდელი აქვს.
მიმდინარე სეზონის ბოლოს დე ლიგტის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის პუნქტი ამოქმედდება - მისი გადაბირება ნებისმიერ მსურველ კლუბს 120 მილიონად შეეძლება. მომდევნო სეზონის ბოლოს კი ეს თანხა 140 მილიონამდე გაიზრდება.
2021/22 წლების სეზონში მატეისმა "იუვენტუსის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 20 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი შეაგდო.