ავტორიზაცია

შეთანხმების დეტალები ცნობილია - ჯანო ანანიძე ბათუმის დინამოში ითამაშებს

შეთანხმების დეტალები ცნობილია - ჯანო ანანიძე ბათუმის დინამოში ითამაშებს
თარიღი 26 დეკ 2021, 17:59

ბათუმის დინამოსა და 29 წლის ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს შორის შეთანხმება შედგა. 

GOAL.GE-ს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ყოფილი შემტევი ქვეყნის ჩემპიონთან ერთად წინასასეზონო შეკრებას გაივლის, რის შემდეგაც მხარეები კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმდებიან.

ბოლოს ჯანო ანანიძე დინამო თბილისში თამაშობდა, თუმცა ტრავმის გამო ამ გუნდის მაისურით ერთხელ ითამაშა, ისიც ბათუმის დინამოს წინააღმდეგ. სეზონის დასრულების შემდეგ დედაქალაქელებმა ანანიძეს კონტრაქტი არ გაუხანგრძლივეს.

ბათუმის დინამოსთვის ახალ სეზონში ეს მე-5 ტრანსფერია. მანამდე გუნდმა ირაკლი ბიძინაშვილი, მილან რადინი, სტეფან დენკოვიჩი და გიორგი რეხვიაშვილი დაიმატა.