ბონუჩი მუნდიალის საფლეიოფო მატჩებზე: "რონალდუმ იცის, რომ ფეხებში რამდენჯერმე მოხვდება"
![ბონუჩი მუნდიალის საფლეიოფო მატჩებზე: "რონალდუმ იცის, რომ ფეხებში რამდენჯერმე მოხვდება"](http://storage.goal.ge/uploads/posts/Qku7XtdFFEr5hsIJgz1HWFFxREW9ziHU.jpg)
"იუვენტუსის" მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი ოფში იტალიისა და პორტუგალიის ნაკრებების შესაძლო შეხვედრაზე ისაუბრა.
"მინდა ჩემს შვილებს საჩუქარი გავუკეთო, მათ იტალია მსოფლიო ჩემპიონატზე არასოდეს უნახავთ", - ციტირებს 34 წლის უკანახაზელის სიტყვებს Rai Sport-ი.
"კრიშტიანუ რონალდუს ველაპარაკე და ფლეი ოფში ჩვენი ნაკრებების შესაძლო შეხვედრაზე ვიხუმრეთ".
"ვნახოთ, რა მოხდება მოედანზე, მაგრამ კრიშტიანუმ იცის, რომ ფეხებში რამდენჯერმე მოხვდება", - დასძინა იტალიელმა.
შეგახსენებთ, რონალდუ და ბონუჩი ყოფილი თანაგუნდელები არიან, 2018 წლიდან 2021 წლამდე 36 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი "იუვენტუსის" ღირსებას იცავდა.