ბონუჩი: "შეიძლება, ევრო 2020-ს მოგებამ ჩვენში რაღაც შეცვალა"
იტალიის ნაკრების მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ, ჩრდილოეთ ირლანდიასთან ფრე (0:0) შეაფასა, რომლის გამოც ევროპის მოქმედ ჩემპიონს მუნდიალზე გასვლა პლეი-ოფების მოგებით მოუწევს.
„ელემენტები უნდა დავტენოთ, როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი, რათა კვლავ გავხსნათ და დავიბრუნოთ ის მიზანდასახულობა და ფეხბურთის სიხარული, რომელიც ევროზე გვქონდა. ფეხბურთს სიხარულით ვთამაშობდით და არა რაიმეს დამტკიცებით ვალდებულებით.
შესაძლოა, ევრო 2020-ს მოგებამ გონებრივ დონეზე რაღაც შეცვალა. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, შესარჩევის ციკლში სიცოცხლე თავად გავირთულეთ და ეს ძალიან სამწუხაროა.
ვულოცავთ შვეიცარიას, რადგან ისინი აგრძელებდნენ მოქმედებას მაშინ, როცა თითქოს, ყველაფერი ჩვენს ხელში იყო.“ - ციტირებს ბონუჩის სიტყვებს Football Italia.