ავტორიზაცია

ფეხბურთელი, რომლის ტრანსფერის გაჩარხვაშიც მანჩესტერს რანგნიკის დახმარების იმედი აქვს

ფეხბურთელი, რომლის ტრანსფერის გაჩარხვაშიც მანჩესტერს რანგნიკის დახმარების იმედი აქვს
თარიღი 26 Dec 2021, 19:50

"მანჩესტერ იუნაიტედი" "ლევერკუზენის" ნახევარმცველ ფლორიან ვირცით ინტერესდება, წერენ ბრიტანულ მედიაში.

გავრცელებული ინფორმაციით, "ეშმაკუნებს" იმედი აქვთ, რომ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი, რალფ რანგნიკი დაეხმარებათ 18 წლის გერმანელის გადაბირებაში.

როგორც აღინიშნება, "ფარმაცევტები" მზად არიან ახალგაზრდა ტალანტი მხოლოდ 70 მილიონ ფუნტიანი წინადადების შემთხვევაში გაყიდონ, ტრანსფერის გაჩარხვა, დიდი ალბათობით, მომდევნო ზაფხულს იქნება შესაძლებელი.

2021/22 წლების სეზონში ვირცმა "ლევერკუზენის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 21 მატჩ ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა.

ცნობისთვის, Transfermarkt-ის ვერსიით, ფლორიანის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 63 მილიონ ფუნტს შეადგენს.