ავტორიზაცია

4 ფეხბურთელი პრემიერ ლიგიდან — IFFHS-მა 2021 წლის აფრიკის სიმბოლური ნაკრები დაასახელა

4 ფეხბურთელი პრემიერ ლიგიდან — IFFHS-მა 2021 წლის აფრიკის სიმბოლური ნაკრები დაასახელა
თარიღი 26 დეკ 2021, 20:19

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2021 წლის აფრიკის სიმბოლური ნაკრების შემადგენლობა გამოაქვეყნა.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ აფრიკის წლის გუნდში 11 ფეხბურთელიდან 4 ინგლისის პრემიერ ლიგაში ასპარეზობს.

სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:

გოლკიპერი: ედუარდ მენდი (სენეგალი, "ჩელსი").

მცველები: ალი მაალული (ტუნისი, "ალ აჰლი"), კალიდუ კულიბალი (სენეგალი, "ნაპოლი"), აშრაფ ჰაკიმი (მაროკო, "პსჟ").

ნახევარმცველები: ფრანკ კესი (კოდტ'დივუარი, "მილანი"), იდრისა გეიე (სენეგალი, "პსჟ"), ამადუ აიდარა (მალი, "ლაიფციგი").

თავდამსხმელები: სადიო მანე (სენეგალი, "ლივერპული"), სებასტიან ალერი (კოდტ'ივუარი, "აიაქსი"), მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე, "ლივერპული"), რიად მაჰრეზი (ალჟირი, "მანჩესტერ სიტი").

მწვრთნელი: პიტსო მოსიმეინი (სამხრეთ აფრიკა, "ალ აჰლი").