"მამუკა ჯუღელს 100%-ით ვენდობი" - ხვიჩა კვარაცხელია მის მომავალზე
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას განცხადებით მის აგენტ მამუკა ჯუღელს სრულ ნდობას უცხადებს.
ამის შესახებ 20 წლის ნახევარმცველმა გადაცემაში "სპორტი იმედზე" ისაუბრა.
"მე და მამუკა 12 წლიდან ერთად მოვდივართ. მამაჩემის ახლო მეგობარია და დიდი ხანია გვაქვს ურთიერთობა ოჯახთან. დიდი როლი აქვს, რადგან მასზე და ჩემზეა დამოკიდებული ყველაფერი. 100 პროცენტით ვენდობი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემთვის ყველაფერს საუკეთესოს გააკეთებს.
არ ვთვლი რუსეთში თამაშს რეგრესად, რადგან ამ ჩემპიონატში მოვუმატე, მივიღე გამოცდილება და ფიზიკური მომზადება, თუმცა ყველას შეუძლია საკუთარი აზრი გამოთვას, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ," - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.
რუსეთის პრემიერლიგაში მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ რუბინის მაისურით 14-ჯერ ითამაშა, ერთხელ გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.