ავტორიზაცია

"გვარდიოლა გვაფრთხილებდა", - სტერლინგმა ლესტერთან 6:3 მოგებულ მატჩზე ისაუბრა

"გვარდიოლა გვაფრთხილებდა", - სტერლინგმა ლესტერთან 6:3 მოგებულ მატჩზე ისაუბრა
თარიღი 26 Dec 2021, 23:38

„მან სიტის“ შემტევმა, რაჰიმ სტერლინგმა, „ლესტერთან“ 6:3 მოგებაზე ისაუბრა.

პირველი ტაიმის შემდეგ „ქალაქელები“ 4:0-ს იგებდნენ, თუმცა 65-ე წუთისთვის მეტოქეს სხვაობის მინიმუმამდე შემცირების უფლება მისცეს. თუმცა, დარჩენილ დროში კიდევ ორი გოლი გაიტანეს და გამარჯვება მოიპოვეს.

„მწვრთნელი შესვენებაზე გვაფრთხილებდა. „ლესტერმა“ პირველ ტაიმში ოთხი გოლი გაუშვა, თუმცა რამდენიც შეტევაში გადავიდა, ყოველთვის ხიფათის შექმნას ახერხებდა.

ეს სამწუხაროა. თამაში უკეთ უნდა გაგვეკონტროლებინა, ძალიან სარისკო ანგარიში იყო და 4:0-ს დროს თამაში უნდა მოგვეკლა. 

„ლესტერს“ ნამდვილად კარგი ფეხბურთელები ჰყავს, ისინი არ ნებდებოდნენ და თამაშს აგრძელებდნენ. ქებას იმსახურებენ.“ - ციტირებს სტერლინგის სიტყვებს BBC Sport.