ავტორიზაცია

დე ხეა რანგნიკის შესახებ: "მისი ხელმძღვანელობის ქვეშ ყველა ვარჯიში ძალიან ინტენსიურია"

დე ხეა რანგნიკის შესახებ: "მისი ხელმძღვანელობის ქვეშ ყველა ვარჯიში ძალიან ინტენსიურია"
თარიღი 27 Dec 2021, 11:19

"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარემ, დავიდ დე ხეამ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, რალფ რანგნიკის ხელმძღვანელობის ქვეშ მუშაობაზე ისაუბრა.

"თავდაუზოგავად ვმუშაობთ. სესიები ძალიან ინტენსიურია - ფაქტიურად ყოველი ვარჯიში, ყოველი წამი მისი ხელმძღვანელობის ქვეშ. ყველა ვარჯიშსა და ყველა მატჩში მთელი ასი პროცენტით დახარჯვაა საჭირო".

"გუნდი ძალიან ენერგიულად, აქტიურად ვარჯიშობს და ახლა მნიშვნელოვან შეხვედრებში ეს ყველაფერი უნდა წარმოვაჩინოთ".

"ჩვენთვის მთავარი კარის მშრალად შენახვაა. თუ ცოტა გოლს გავუშვებთ, ჩვენი ტოპ-ფორვარდები გოლებს გაიტანენ და გამარჯვებას მოგვიტანენ", - ციტირებს დე ხეას სიტყვებს "ეშმაკუნების" ოფიციალური საიტი.

შეგახსენებთ, 63 წლის გერმანელი სპეციალისტი "ემიუში" 3 დეკემბერს დაინიშნა და 2022 წლის 30 ივნისამდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა.

დე ხეამ ისაუბრა, რა შეცვალა რანგნიკმა კონკრეტულად მის თამაშში