ავტორიზაცია

მატიჩი რანგნიკზე: "დრო სჭირდება, პრემიერ ლიგა ახლა უფრო რთული ჩემპიონატია, ვიდრე 15 წლის წინ იყო"

მატიჩი რანგნიკზე: "დრო სჭირდება, პრემიერ ლიგა ახლა უფრო რთული ჩემპიონატია, ვიდრე 15 წლის წინ იყო"
თარიღი 27 დეკ 2021, 12:05

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, ნემანია მატიჩმა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე რალფ რანგნიკის დანიშვნაზე განცხადება გააკეთა.

"პრემიერ ლიგა ძალიან რთული ჩემპიონატია, 15 წლის წინანდელთან შედარებით. და, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ახალ მწვრთნელს სჭირდება დრო ადაპტაციისთვის".

"ცხადია, დრო დასჭირდება, მაგრამ საკმარისად ნიჭიერი გუნდი გვყავს იმისათვის, რათა სწრაფად შევიტყოთ მისი იდეების შესახებ და დავიწყოთ ისე თამაში, როგორც მას სურს".

"ეს ყველა ასპექტს ეხება და არა მხოლოდ პრესინგს. უნდა იცოდე, რისი გაკეთებაა საჭირო ამა თუ იმ მომენტში, როდის და ვისთან უნდა მიმართო პრესინგს".

"ფიზიკურად მზად უნდა იყო, კარგად ითამაშო ტაქტიკურად, როცა ამის შანსი გეძლევა. უკვე ვეგუებით. მის იდეებს ვიგებთ, გვესმის, თუ რა სურს. თანდათან დავიწყებთ ისე მუშაობას, როგორც მას უნდა", - ციტირებს მატიჩის სიტყვებს The Mirror-ი.