ავტორიზაცია

"სწორედ ამიტომ უნდოდათ ნებისმიერ ფასად მისი დანიშვნა", - როგორი ურთიერთობა აქვთ კონტესა და კეინს?

"სწორედ ამიტომ უნდოდათ ნებისმიერ ფასად მისი დანიშვნა", - როგორი ურთიერთობა აქვთ კონტესა და კეინს?
თარიღი 27 დეკ 2021, 12:17

გავლენიანი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, "ტოტენჰემის" ფორვარდი, ჰარი კეინი და გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე ერთმანეთს შესანიშნავად უგებენ.

"ჰარი კეინსა და ანტონიო კონტეს შორის ურთიერთობა კარგზე მეტია. როცა კონტემ გუნდი ჩაიბარა, კეინს მაშინვე უთხრა, რომ მისი პროექტის მთავარი ნაწილია. საკვანძო ფეხბურთელი. ხელშეუხებელი".

"ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩის ნებისმიერ ფასად სწორედ კონტეს დანიშვნა", - წერს რომანო.

შეგახსენებთ, 52 წლის იტალიელი სპეციალისტი "დეზებს" სათავეში 2 ნოემბერს ჩაუდგა და 2023 წლის 30 ივნისამდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა.

რაც შეეხება თავად კეინს, 28 წლის ინგლისელს კლუბთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.