ავტორიზაცია

"სხვაობა ძალიან დიდია", - კონტე ამჟამინდელი ტოტენჰემის 2016/17 წლების ჩელსისთან შედარებაზე

"სხვაობა ძალიან დიდია", - კონტე ამჟამინდელი ტოტენჰემის 2016/17 წლების ჩელსისთან შედარებაზე
თარიღი 27 დეკ 2021, 12:57

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ 2016/17 წლების "ჩელსისთან" შედარებაზე ისაუბრა, რომელმაც მისი ხელმძღვანელობით პრემიერ ლიგა სადებიუტო სეზონშივე მოიგო.

"ვფიქრობ, განსხვავებული სიტუაციაა, ასეთი პარალელების გავლება არ მომწონს, რადგან სხვაობა საკმაოდ დიდია", - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Evening Standard-ი.

"ამავდროულად, კარგად მახსოვს, რომ "ჩელსიში" მუშაობა სეზონის დასაწყისში დავიწყე და როცა საქმეს ასეთ დროს შეუდგები, შენს ფეხბურთელებთან მუშაობის და მათთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა გაქვს. ეს ერთი და იგივე არ არის".

"ცხადია, უნდა მოვუმატოთ, ის დამაჯერებლობა გამოვიყენოთ, რომელიც გვაქვს, რათა ძლიერები გავხდეთ. ყველამ კარგად ვიცით, რომ სერიოზული სამუშაო გველის", - დასძინა კონტემ.

შეგახსენებთ, 52 წლის სპეციალისტი "დეზებს" სათავეში 2 ნოემბერს ჩაუდგა და 2023 წლის 30 ივნისამდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა.