ავტორიზაცია

რანგნიკი: "მარსიალი მანჩესტერში უკვე 7 წელია თამაშობს და გრძნობს, რომ ცვლილების დრო დადგა"

რანგნიკი: "მარსიალი მანჩესტერში უკვე 7 წელია თამაშობს და გრძნობს, რომ ცვლილების დრო დადგა"
თარიღი 27 დეკ 2021, 13:21

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, რალფ რანგნიკი ბოლო პერიოდში გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა.

მოგეხსენებათ, როგორც მედიაში იწერება, "ეშმაკუნების" თავდამსხმელს, ანტონი მარსიალს სამუშაო ადგილის შეცვლა უნდა.

"როგორც ამიხსნა, "ემიუში" უკვე შვიდი წელიწადია თამაშობს და გრძნობს, რომ ცვლილების დრო დადგა", - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს BBC.

"შემიძლია გავუგო. რამდენადაც ვიცი, სხვა კლუბებისგან წინადადება ჯერ არ ჰქონია. ამიტომაც, ამ დროისთვის, გუნდში რჩება", - თქვა რანგნიკმა.

ცნობისთვის, 26 წლის ფრანგი შემტევი "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას 2015 წლიდან იცავს და მოქმედი ხელშეკრულების ვადა "ეშმაკუნებთან" 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.