ავტორიზაცია

ორი ტოპ ფეხბურთელი, რომელზეც ბარსელონამ ფერან ტორესის ყიდვის შემდეგ უარი თქვა

ორი ტოპ ფეხბურთელი, რომელზეც ბარსელონამ ფერან ტორესის ყიდვის შემდეგ უარი თქვა
თარიღი 27 დეკ 2021, 13:36

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი, ფერან ტორესი დღეს კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება.

21 წლის შემტევი, რომელიც ესპანეთში უკვე ჩავიდა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" კონტრაქტს მოაწერს ხელს.

კლუბებმა ტრანსფერის ყველა დეტალი შეათანხმეს და დოკუმენტებიც გააფორმეს. როგორც აქამდე გახდა ცნობილი, "ბარსა" ახალგაზრდა ესპანელში 55 მილიონ ევროს გადაიხდის + 10 მლნ ბონუსების სახით.

ტორესი ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე თავდასხმის ხაზში "ბლაუგრანას" ერთადერთი ახალწვეული იქნება.

როგორც ავტორიტეტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, კატალონიელები იანვარში რაჰიმ სტერლინგისა ("მანჩესტერ სიტი") და ჰაკიმ ზიეჩის ("ჩელსი") გადაბირებას აღარ ეცდებიან, რომელთა ხელში ჩაგდებითაც აქამდე ინტერესდებოდნენ.