ავტორიზაცია

სამიზნეებიც შერჩეულია — ბარსელონას ზაფხულში დაცვის ხაზის ორივე ფლანგის გაძლიერება უნდა

სამიზნეებიც შერჩეულია — ბარსელონას ზაფხულში დაცვის ხაზის ორივე ფლანგის გაძლიერება უნდა
თარიღი 27 დეკ 2021, 13:43

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დაცვის ხაზის ფლანგების გაძლიერებას გეგმავს.

კლუბი ზაფხულში მარჯვენა და მარცხენა მცველების დამატებას აპირებს, იტყობინება ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარ მწვრთნელს, ხავის მარჯვენა მცველი, სერჟინიო დესტი არ სჭირდება, რომელიც შესაძლოა ნუსაირ მაზრაუიმ ("აიაქსი") ჩაანაცვლოს. აგრეთვე, "ბარსა" სესარ ასპილიკუეტათიც ("ჩელსი") ინტერესდება.

რაც შეეხება დაცვის ხაზის მარცხენა ფლანგს, "ბარსელონა" ხოსე გაიასადმი ("ვალენსია") იჩენს ყურადღებას.

"ღამურების" უკანახაზელს კატალონიელთა დირექტორ მატეუ ალემანისთან კარგი ურთიერთობა აქვს, გარდა ამისა მისით ხავიც მოხიბლულია.

"ვალენსიასთან" გაიას მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება, ამიტომაც, არ არის გამორიცხული, კლუბი მომავალ ზაფხულს მის გაყიდვას დათანხმდეს, რათა შემდეგ ერთ წელიწადში უფასოდ არ დაკარგოს.