ავტორიზაცია

რეალი მბაპეს ტრანსფერის დადასტურებას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის შემდეგ გეგმავს — AS

რეალი მბაპეს ტრანსფერის დადასტურებას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის შემდეგ გეგმავს — AS
თარიღი 27 დეკ 2021, 14:45

"რეალში" მიმდინარე სეზონის ბოლოს "პსჟ"-ს თავდამსხმელ კილიან მბაპესთან კონტრაქტის გაფორმებაში დარწმუნებულები არიან, წერს AS-ი.

გავლენიანი ესპანური გამოცემის თანახმად, "სამეფო კლუბი" 23 წლის ფრანგის ტრანსფერის დადასტურებას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის შემდეგ აპირებს, სადაც მადრიდული გრანდი "პსჟ"-ს დაუპირისპირდება.

მიმდინარე სეზონში მბაპემ ყველა ტურნირზე ერთად პარიზელთა მაისურით 24 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 15 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ კილიანს "პარი სენ ჟერმენთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარს აცხადებს.

Transfermarkt-ის ვერსიით, მბაპეს სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 160 მილიონ ევროს შეადგენს.