ავტორიზაცია

პირლოს სერიოზული მსურველი ჰყავს — დაუბრუნდება თუ არა საქმიანობას იუვენტუსის ექს-მწვრთნელი?

პირლოს სერიოზული მსურველი ჰყავს — დაუბრუნდება თუ არა საქმიანობას იუვენტუსის ექს-მწვრთნელი?
თარიღი 27 დეკ 2021, 14:56

"იუვენტუსის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ კარიერა შესაძლოა პორტუგალიის ჩემპიონატში გააგრძელოს.

როგორც ცნობილი იტალიური გამოცემა Calciomercato იტყობინება, 42 წლის სპეციალისტი "ბენფიკას" ინტერესთა სფეროშია მოქცეული.

ლისაბონელთა პრეზიდენტი, რუი კოშტა რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს, მათ შორისაა იტალიელიც. კოშტა და პირლო თავის დროზე ერთად "მილანში" ასპარეზობდნენ.

"ბენფიკას" ამჟამინდელი დამრიგებლის, ჟორჟე ჟეზუშის მომავალი ჯერაც გაურკვეველია, მიუხედავად ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გასვლისა.

მოგეხსენებათ, თავად პირლო 28 მაისის შემდეგ უმუშევარია, როცა "იუვენტუსის" ხელმძღვანელობამ გუნდის თავკაცის პოსტიდან დაითხოვა.