კაფუ: "მესის თამაშით ყველა სიამოვნებას იღებს, მათ შორის ჩვენც, ბრაზილიელები"
![კაფუ: "მესის თამაშით ყველა სიამოვნებას იღებს, მათ შორის ჩვენც, ბრაზილიელები"](http://storage.goal.ge/uploads/posts/JIGp18LkFoK28d7fAJVGK6GBeNivFmi1.jpg)
ბრაზილიის ნაკრების ლეგენდარულმა მცველმა, კაფუმ "პსჟ"-ს არგენტინელი თავდამსხმელის, ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.
"მესიმ მე-7 "ოქროს ბურთი" მოიგო, 15 წელზე მეტია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში პირველ ან მეორე ადგილზეა".
"მისი თამაში თვალს ნამდვილად ახარებს. ყველა სიამოვნებს იღებს მისი ფეხბურთით, ჩვენც კი, ბრაზილიელები", - ციტირებს კაფუს სიტყვებს Ole.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ნოემბერში 34 წლის სუპერვარსკვლავმა "ოქროს ბურთი" დაისაკუთრა. ლეოსთვის ეს პრიზი კარიერაში რიგით მე-7 აღმოჩნდა.
უნდა აღინიშნოს, რომ მესის უახლოესი მდევრის აქტივში 5 "ოქროს ბურთია" - საუბარია "მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელ ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუზე.