"კვარაცხელიას წასვლა ახლა უფრო რეალურია, ვიდრე ეს ზაფხულში იყო", - რუსული პრესა
Matchtv.ru-ს ცნობით, ყაზანის "რუბინის" ახალგაზრდა გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას რუსეთის პრემიერ ლიგიდან წასვლა ახლა უფრო რეალურია, ვიდრე ეს ზაფხულში იყო.
"ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო საგა გრძელდება, თუმცა სიტუაცია ახლა სხვაგვარია. სეზონის სტარტისგან განსხვავებით, რუბინი ევროტურნირების მონაწილე ხომ აღარ არის.
გუნდმა სეზონის პირველი ნახევარი ჩააგდო და ეს კვარაცხელიას პროდუქტიულობაზეც აისახა, თუმცა ამ ყველაფერს არ უმოქმედია მის მიმართ სატრანსფერო ინტერესზე.
ხვიჩას სტატისტიკაზე ყაზანელები იმდენად არ ამახვილებენ ყურადღებას, რამდენადაც გულშემატკივრები. ის ისევ იმ ფეხბურთელად დარჩა, ვისაც დიდებული პასი და დრიბლინგი აქვს.
გუნდის ვარდნა მხოლოდ შესაძლებლობა შეიძლება იყოს სხვა გუნდებისთვის, რომ რუსულ კლუბს ქართველ გარემარბზე ფასი დააწევინონ და მოლაპარაკებაზე დაიყოლიონ.
შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ტრანსფერი ზამთარში უფრო რეალურია, ვიდრე ეს ზაფხულში იყო, როდესაც კლუბმა მას ძალიან დიდი სატრანსფერო ფასი დაადო.
ამჟამად ინტერესი პრემიერლიგის კლუბებიდან მოდის. ალბათ, სწორედ ამიტომაც ჩაერთო საქმეში საფეხბურთი აგენტი ემილე, რომელიც სლუცკის წარმომადგენელიც არის", - წერენ რუსები.