ავტორიზაცია

კვარაცხელია ლიდსის სიაშია - რა თანხაა გამოყოფილი ხვიჩას ტრანსფერზე?

კვარაცხელია ლიდსის სიაშია - რა თანხაა გამოყოფილი ხვიჩას ტრანსფერზე?
თარიღი 27 დეკ 2021, 18:14

''ლიდს იუნაიტედი'' იანვრის სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას გეგმავს. "თეთრების" კრიზისიდან გამოსაყვანად ტრანსფერებისთვის 48,3 გირვანქა სტერლინგი გამოიყო.

Daily Express-ის ცნობით, იორკშირელთა სატრანსფერო სიაში არის ყაზანის "რუბინის" ახალგაზრდა გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია, რომლის გადმოსვლის შესახებ აქტიურად იწერება.

"ოფოფები" ქართველი ვინგერის გაფორმებას გეგმავენ 18 მილიონ გირვანქა სტერლინგად - სწორედ აღნიშნულ თანხას ითხოვენ რუსული კლუბის წარმომადგენლები.

Teamtalk-ი თავის მხრივ წერს, რომ "წითელ-მწვანეების" ფლანგელისთვის ბრძოლაში ფავორიტი არის "ტოტენჰემი", ტრანსფერით კი პირადად ანტონიო კონტეა დაინტერესებული.

"ჰოტსპურისა" და "ელანდ როუდის" გარდა, 21-წლის შემტევი შესაძლოა ვიხილოთ "ვესტ ჰემ იუნაიტედში", "ევერტონსა" და "საუთჰემტპონში". ვნახოთ, სად აღმოჩნდება ლეონიდ სლუცკის გუნდის 21-ე ნომერი.