"დღევანდელი იუვენტუსი გაწურული ლიმონივით არის", - საკი
"მილანის" ლეგენდარულმა მთავარმა მწვრთნელმა, არიგო საკიმ ტურინის "იუვენტუსის" წლევანდელი სათამაშო ფორმის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:
"ისტორიისა და ინდივიდუალური ღირებულებების თვალსაზრისით, ეს არის უმაღლესი დონის გუნდი, მაგრამ განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, ამ სეზონში იუვენტუსი გაწურული ლიმონია.
ვფიქრობ, რომ გუნდს შეეძლება ჩემპიონთა ლიგის ზონაში ადგილისთვის ბრძოლა. ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ ინტერი, მილანი, შემდეგ კი ნაპოლი, ატალანტა და იუვენტუსი.
"იუვენტუსმა" სეზონის პირველი ნახევარი არადამაჯერებლად დაიწყო. მიუხედავად ამისა, გუნდი პროგრსირებს, ჩემპიონთა ლიგის ზონაში გასასვლელად კიდევ 4 ქულაა საჭირო.