ნევილი მანჩესტერის ფეხბურთელებზე: "მხოლოდ ტირიან და წუწუნებენ, სირცხვილია"
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მარჯვენა მცველმა, გარი ნევილმა მწვავედ გააკრიტიკა "მანკუნიანელები" პრემიერ ლიგაში "ნიუკასლის" წინააღმდეგ მატჩის შემდეგ (1-1).
"ძალიან საზიზღარი თამაში. გუნდმა არაფერი გააკეთა სწორად, ვერც ერთმა მოთამაშემ. ვერ იტყვის ვერავინ, რომ ეს გააკეთეს სწორად, კარგი არაფერი მომხდარა, საერთოდ არაფერი.
ერთმანეთზე წუწუნებენ! მტირალათა კოლექტივი! უყურეთ მათ მოედანზე: ხელები მაღლა, პრეტენზია ყველაფერზე! პირველ ტაიმში მათ უბრალოდ შოკში ჩამაგდეს.
ყოფილი მწვრთნელი გაათავისუფლეს! რანგნიკს არ გაათავისუფლებენ, მათთან მხოლოდ რამდენიმე კვირაა მუშაობს, მაგრამ თუ იგივე სულისკვეთებით გააგრძელებენ, მაშინ კიდევ ბევრი მწვრთნელი დაითხოვება.
ითამაშეს ლიგის ორ აუტსაიდერთან და არაფერი აჩვენეს! მწვრთნელს არაფერი აქვს საერთო ამ გეუგებრობასთან. საუბარია ფეხბურთელებზე, ისინი საკმარისად კარგად არ თამაშობენ", - განაცხადა ნევილმა.