"თანამედროვე ფეხბურთში არის წყვილი, რომელიც კაფუსა და კარლოსს მაგონებს", - ნევილი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა, გარი ნევილმა თავისი მოსაზრება გააზიარა "ლივერპულის" დაცვით მოთამაშეებზე, ენდრიუ რობერტსონსა და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდზე.
"ზოგჯერ თამაშის შუაგულში, როცა კომენტარს აკეთებ ემოციურ მატჩზე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციო შენს ნათქვამს, რადგან ამ მოთამაშეების ხსენებას ერთ წინადადებაში კაფუსა და კარლოსთან იწყებ.
ისინი წლების განმავლობაში ბრწყინვალე მაგალითები იყვნენ. მათ თავიანთ პოზიციაზე ფეხბურთელების თამაში შეცვალეს. უპირველეს ყოვლისა, ისინი ფიქრობდნენ შეტევაზე, დაცვაზეც, აგრეთვე.
მაშინ, როცა ისინი ჩართულნი იყვნენ თამაშის ყველა კომპონენტში, მათ შორის საჯარიმო დარტყმებში, გადაკვეთებზე და ა.შ. მათ ეს პოზიცია გუნდის მნიშვნელოვან ნაწილად აქციეს.
ისინი შესანიშნავი ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ ეს ორი... მე არ მგონია, რომ პრემიერ ლიგაში უკეთესი წყვილი მენახოს, ვიდრე ეს ორი დაცვის ზღვარზეა. როგორ ავსებენ ერთმანეთს მოედანზე, როგორ თამაშობენ, სიამოვნებაა.
რობერტსონი ძალიან სტაბილურია, ყველაფერს კარგად აკეთებს. ის კარგად იცავდა, მებრძოლი სულისკვეთება აქვს - მატჩის ბოლოს ამით ზედმეტიც კი იყო - მაგრამ მან გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.
ტრენტი კი აბსოლუტური ფენომენია, როდესაც საქმე ეხება პასების ხარისხს, ბურთის მოხვედრის უნარს იქ, სადაც საჭიროა. მე არასოდეს მინახავს მსგავსი რამ შესრულებული მცველების მიერ.
ის ჰგავს დე ბრუინს, ბექჰემს, ჯერარდს - მაგრამ ისინი შემტევი მოთამაშეები იყვნენ. ის თამაშობს დაცვაში მარჯვნივ და ეს არის ყველაზე დიდი კომპლიმენტი, რაც შემიძლია მასზე ვთქვა.
საოცარია ამ წყვილის წვლილი. როგორც ფეხბურთელის ჩამოყალიბების წლებში, ფიქრობდნენ, რომ გარკვეული თავისუფლება შეიძლებოდა მიენიჭებინათ მოწინააღმდეგე მცველებისთვის, მაგრამ ამ ორიდან ყველაფერი სრულიად განსხვავებულია", - თქვა ნევილმა თავის პოდკასტში.