ავტორიზაცია

რეალი რუდიგერის ტრანსფერში აღარ აქტიურობს - რომელი გუნდია ფავორიტი ამჯერად?

რეალი რუდიგერის ტრანსფერში აღარ აქტიურობს - რომელი გუნდია ფავორიტი ამჯერად?
თარიღი 28 დეკ 2021, 11:26

მადრიდის "რეალი" "ბაიერნსა" და "პსჟ"-ს "ჩელსის" ცენტრალური მცველის, ანტონიო რუდიგერის შეძენასთან დაკავშირებით სერიოზულ კონკურენციას არ გაუწევს.

მადრიდულმა კლუბმა უარყო ინფორმაცია, რომ მომავალ თვეში მოთამაშის აგენტთან მოლაპარაკებას წამოიწყებს. ვარაუდობენ, რომ ეს ჭორი მოთამაშის წარმომადგენელმა სარ სენესიერმა ააგორა.

ეს ყველაფერი კი მისი კლიენტისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობების მიღებისთვის გაკეთდა. მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი ცენტრალური მცველის პოზიციაზე მოქმედი კლუბის ფეხბურთელებით - დავიდ ალაბა, ედერ მილიტაო, ნაჩო და ხესუს ვალეხო კმაყოფილია.

საჭიროების შემთხვევაში, კაზემიროს შეუძლია ამ პოზიციაზე თამაში. რუდიგერის კონტრაქტი "ჩელსისთან" ამ სეზონის ბოლომდე ძალაშია. პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში გერმანელმა 18 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 2 გოლი გაიტანა.