ავტორიზაცია

მესიმ პირველივე ვარჯიშზე გამაკვირვა", - მბაპე

მესიმ პირველივე ვარჯიშზე გამაკვირვა", - მბაპე
თარიღი 28 დეკ 2021, 11:40

"პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ ლიონელ მესისთან პირველი ვარჯიშის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, არგენტინელი თავდამსხმელი "პსჟ"-ში გასულ ზაფხულს გადავიდა.

"მესისთან ერთად პირველი ვარჯიში კარგად მახსოვს. მან გამაკვირვა, რადგან ყველაფერს ისე ბუნებრივად აკეთებს, თითქოს მოედანზე რაც უნდა, შეუძლია ყველაფერი გააკეთოს.

ძალიან კარგია, რომ ის ჩემს გუნდში მყავს", - თქვა კილიან მბაპემ Globe Soccer Awards-ის დროს. მბაპემ ლიონელ მესისთან გვერდით თავის განვითარებაზე ადრეც ისაუბრა.

უკვე იგრძნობა, რომ ორ მოთამაშეს შორის განსაკუთრებული ურთიერთკავშირია, განსაკუთრებით ეს მოვლენა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრებში გამოჩნდა.