ავტორიზაცია

ბათუმის დინამოს 7 ფეხბურთელით - ეროვნული ლიგის სეზონის სიმბოლური გუნდი ცნობილია

ბათუმის დინამოს 7 ფეხბურთელით - ეროვნული ლიგის სეზონის სიმბოლური გუნდი ცნობილია
თარიღი 28 დეკ 2021, 12:43

ეროვნული ლიგის 2021 წლის სიმბოლურ გუნდში საქართველოს ჩემპიონის შემადგენლობიდან 7 მოთამაშე მოხვდა, 2 გორის დილადან და 2 თბილისის დინამოდან.

ეროვნული ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა სეზონის სიმბოლური გუნდი რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.

სიმბოლურ გუნდში ვერ მოხვდა ფეხბურთელი საბურთალოდან, რომელიც ოთხეულში შევიდა. ზორან მარუშიჩი ეროვნული ლიგის საუკეთესო მეგოლე გახდა, ყველაზე მეტჯერ მშრალად კარი ლაზარე კუპატაძემ შეინახა.

2022 წლის ზაფხულში ევროტურნირებზე საქართველოს სახელით ბათუმის დინამო, თბილისის დინამო, გორის დილა და საბურთალო ითამაშებენ.